ევროკავშირს საქართველოსთვის მილიონი ხის დარგვა არ მოუთხოვია
საქართველო, თბილისი - 19:13 | 21.09.2015 ნანახია: 3443
ევროკავშირს საქართველოსთვის მილიონი ხის დარგვა არ მოუთხოვია, - ამის შერსახებ ნათქვამი სტატიაში, რომელიც პროექტის - ”ყველაფერი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ” ვეგვერდზე გამოქვეყნდა.
სტატიაში აშნიშნულია, რომ ევროკავშირმა დააკისრა მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის პარამენტრების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
”მომდევნო წლებში საქართველომ ევროკავშირის დირექტივები და რეგულაციები უნდა შეასრულოს, რაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გარემოს დაცვის სფეროში უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის სტანდარტები და შეასრულოს მიღებული დირექტივები”, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში მოყვანილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველოში ავადობის - 17%, ხოლო სიკვდილიანობის - 19% გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტომობილების გამონაბოლქვი, ემისიებისა და ნახშირორჟანგის (CO2), ასევე აზოტის ჟანგეულები (NO2, NO), გოგორდის ორჟანგი (SO2), ჭვარტლი, ბენზ(ა)პირენი და ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკების (PM10, PM2,5) დიდი რაოდენობით გამოყოფა, გავლენას ახდენს, არა მხოლოდ ჰაერის დაბინძურებაზე, არამედ მკვეთრად აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობას, ზრდის გულსისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებათა რისკს, მწვავდება ალერგიული ფონი და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა. ჯანმო-ს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება, მსოფლიო მაშტაბით იწვევს 2 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს.
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასოცირების ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულებები, მოიცავს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მიღებას და კომპეტენტური ორგანოების განსაზღვრას, ასევე საზოგადოების ინფორმირების სისტემის ჩამოყალიბებას.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















