პაპუნა უგრეხელიძე რუმინეთის იუსტიციის მინისტრს რალუკა - ალექსანდრა პრუნას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 19:00 | 27.06.2016
ნანახია: 1370

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფ რუმინეთის იუსტიციის მინისტრს რალუკა-ალექსანდრა პრუნას შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ საკითხებს საჯარო რეესტრის საქმიანობის, ორგანიზაციაში განხორციელებული რეფორმებისა და ქართულ სარეგისტრაციო მოდელის გაცნობა წარმოადგენდა.

რუმინეთის იუსტიციის მინისტრი მიწის რეფორმით დაინტერესდა. პაპუნა უგრეხელიძემ რალუკა - ალექსანდრა პრუნას ამ მიმართულებით საჯარო რეესტრში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი, მათ შორის საჯარო რეესტრის ელექტრონული სერვისები, ერთი სარკმლის პრინციპის მომსახურება და კადასტრის თემებიც განიხილეს.

შეხვედრას რუმინეთის ელჩი საქართველოში დიმიტრუ ბადეაც ესწრებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე