ავღანეთში ნატოს მისიის ხუთი წევრი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:39 | 12.10.2015
ნანახია: 1943

ნატოს მისიის ხუთი წევრი დაიღუპა და ხუთი დაშავდა ავღანეთში ბრიტანული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.

BBC -ის ინფორმაციით, კატასტროფა ქაბულში ნატოს მისიის შტაბ-ბინასთან ვერტმფრენის მიწაზე დაშვებისას მოხდა.

ორი დაღუპული დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელი იყო. დანარჩენი დაღუპულებისა და დაშავებულების მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

”მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში 42 ქვეყნის 13 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს. ის მიმართულია ავღანეთის ძალების სწავლებისა და უსაფრთხოების დაცვისაკენ ”ტერორისტული მოძრაობა” თალიბანის” წინააღმდეგ ბრძოლაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე