რუსული მედია თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 12:33 | 12.10.2015
ნანახია: 2055

რუსეთის მიერ ერაყში ავიაიერიშის შედეგად, თარხან ბათირაშვილი, მეტსახელად უმარ ალ-შიშანი დაიღუპა- ამის შესახებ რუსული მედია, ირანულ სააგენტო "ირნა"-ზე დაყრდნობით იტყობინება. 

როგორც სააგენტო ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავტოკოლონა დაბომბეს, რომელშიც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი და კიდევ რამდენიმე საველე მეთაური იმყოფებოდნენ. ავიერიშის შედეგად ალ-ბაღდადი დაიჭრა, მისი 3 მოადგილე კი - უმარ ალ-შიშანი, აბუ საიდ ალ-კარბული და აბუ ანის ას-სური დაიღუპნენ", - იტყობინება სააგენტო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე