„იმედის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

საქართველო, თბილისი - 20:51 | 23.06.2016
ნანახია: 1399

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია „იმედში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე