პარლამენტის შენობასთან მოქალაქემ თვითდაზიანება მიიყენა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 23.06.2016
ნანახია: 1322

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან,  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქემ ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა. დაზარალებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე ძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე