საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის მინისტრები მჭიდრო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ
საქართველო, თბილისი - 13:03 | 23.06.2016 ნანახია: 1533თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არგენტინაში, ბუენოს აირესში, არგენტინელ კოლეგა ხერმან გარავანოს შეხვდა. საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის სამინისტროების პირველი პირები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. არგენტინის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა ქართველი კოლეგა სამინისტროში მიიღო და განაცხადა, რომ იუსტიციის სფეროში საქართველოს პროგრესით პოზიტიურად გაოცებულია და ამ გამოცდილების გაზიარება სურს. „არგენტინას ახალი მთავრობა ჰყავს და იუსტიციის სამინისტროც მთავრობასთან ერთად ცდილობს, ახალი, პროგრესული პროცესის დაწყებას ყველა მიმართულებით. სამართლებრივი რეფორმები, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში თქვენ მიერ გატარებული რეფორმები, ასევე, სერვისების მიწოდება იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ძალიან შთამბეჭდავია ჩვენთვის. მოგიწვიეთ, რათა თანამშრომლობის ფორმატზე შევთანხმდეთ და საქართველოს, როგორც იუსტიციის სფეროში წარმატებული მოდელის, გამოცდილება გავიზიაროთ“, − აღნიშნა ხერმან გარავანომ.
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის მინისტრებს არასდროს ჰქონიათ ორმხრივი შეხვედრა და გამოთქვა იმედი, რომ ის სამაგალითო პარტნიორობა, რაც ორ ქვეყანას შორისაა, იუსტიციის სფეროშიც აისახება. „მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო არგენტინის მთავრობას იმისათვის, რომ ყველა ფორუმზე მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს 20 პროცენტი ისევ ოკუპირებულია, თუმცა, ჩვენ ამ პირობებშიც ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარებას. ვქმნით კანონებს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის და ცხადია, ვაშენებთ ინფრასტრუქტურას, ეს კი ერთიანობაში ქვეყნის წინსვლის გარანტიაა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრის თქმით, საქართველოში მიმდინარეობს სასამართლოს რეფორმა; განხორციელდა პროკურატურის რეფორმა, რომლის შედეგადაც იუსტიციის მინისტრი აღარ არის გენერალური პროკურორი; განხორციელდა სისხლის საპროცესო და მატერიალური კოდექსის რეფორმა; მომზადდა და ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, მიმდინარეობს მუშაობა ქუჩაში ბავშვთა უფლებების დაცვისთვის. მინისტრმა არგენტინელი კოლეგა საპასუხო ვიზიტით მოიწვია საქართველოში, რათა უწყებებს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო თავის გამოცდილებას გაუზიარებს არგენტინას სისხლის სამართლის კოდექსის, სერვისების მიწოდების, ანტიკორუფციული საქმიანობის, ღია მმართველობის შესახებ; საქართველო კი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამებით და, ასევე, ელექტრონული არჩევნების მოდელით დაინტერესდება, რომელიც არგენტინის დედაქალაქში გასულ წელს პირველად ჩატარდა. ამ და სხვა თემებზე თანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდება, მოგვიანებით კი სამინისტროები თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ. დღესვე იუსტიციის სამინისტროში მინისტრმა ექსპერტებს სამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმების, ღია მმართველობაში მიღწეული წარმატების და საჯარო სერვისების გაცემის თაობაზე ქართული გამოცდილების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















