25-26 ივნისს, თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მზე მოე“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:37 | 23.06.2016
ნანახია: 1342

 25-26 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მზე მოე“ გაიმართება

ფესტივალი ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს ეზიარონ ადგილობრივ ხელოვნებას და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და ღონისძიებებში - შეიძინონ ადგილობრივი ხელსაქმის ნიმუშები, დააგემოვნონ ტრადიციული სამზარეულო, გაეცნონ ადგილობრივ ფოლკლურულ ხელოვნებას.

ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მოსახლეობა იქნება ჩართული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე