ლომისობის დღესასწაულზე 80 მომლოცველი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 23.06.2016
ნანახია: 1738

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში 80 დაზარალებულს გაუწიეს დახმარება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ. 
მათი ცნობით, ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მომლოცველები რთული რელიეფის გამო დაშავდნენ. 
დღესასწაულთან დაკავშირებით 60 მაშველი, პრევენციის მიზნით, სოფელში დილის ექვსი საათიდან იყო მობილიზებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე