მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს „მშობელთა სკოლაში“ მეთექვსმეტე სალექციო სესია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:35 | 22.06.2016
ნანახია: 1524

23 ივნისს, 17:00 სთ-ზე „მშობელთა სკოლაში“ რიგით მე-16  ღია ლექცია ჩატარდება. სასესიო თემა „ამოვარდნილობა და მოტეხილობა“ იქნება, რომელსაც იაშვილის კლინიკის ბავშვთა ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი წაიკითხავს.

ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ.

მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.

რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განცხადება https://goo.gl/zM9as7

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე