ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 10:41 | 12.10.2015
ნანახია: 1909

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას ულოცავს.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბელარუსის პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ბელარუსის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ჩემი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე