ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობის საჯარო სამსახურებში აქტიურად დასაქმდებიან

საქართველო, თბილისი - 15:15 | 22.06.2016
ნანახია: 1360

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა მონაწილეობა მიიღო პროექტის  - „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის“ შედეგების საპრეზენტაციო ღონისძიებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიის“ ორგანიზებით გაიმართა.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობაში ეთნიკური უმცირესობების ჩართვისა და მათი დასაქმების სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით განხორციელდა. მასში საჯარო სამსახურში დასაქმების  მსურველმა 60-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთანაგან 50 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.

პროექტი, რომელიც მოიცავდა ტრეინინგ - კურსს - თვითმმართველობის მოხელეთათვის სავალდებულო ნორმატიული აქტების შესწავლის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიამ“,  „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან“ პარტნიორობით,  პროგრამის „რეგიონული და დაგილობრივი განვითარების ხელსეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში განახორციელა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე