არჩილ ხაბაძე ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოებს გაეცნო

საქართველო, თბილისი - 15:11 | 22.06.2016
ნანახია: 1635

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დღეს ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტიდან გამომდინარე, ახალ საავტომობილო მაგისტრალზე მიმდინარე მშენებლობის გამო ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 4 პუნქტზე განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში. გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს. 
აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროექტია ქვეყნისთვის, აჭარის მოსახლეობისთვის ამ რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის და ასევე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე