ფოთს ბუნებრივი გაზი შეუწყდა შეუწყდა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 22.06.2016
ნანახია: 1199

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, 22 ივნისის დილის 11:00 საათიდან  გამანაწილებელი ქსელების ავარიული დაზიანების  გამო  ქალაქ ფოთს ბუნებრივი გაზი შეუწყდა.

აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად  აღუდგებათ  23 ივნისის დღის ბოლომდე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.


 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე