აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 10.10.2015
ნანახია: 1910

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე შეხვდა. როგორც აზერბაიჯანული სააგენტოები იტყობინებიან, ილჰამ ალიევისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ბაქოში უკვე შედგა, სადაც მხარეებმა მომავლი თამაშრომლობის გეგმები შეაჯერეს.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე საუბარი იყო ორი ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული და სავაჭრო ურთიერთობებიც.

შეხვედრის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ამ დროისათვის ცნობილი არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე