სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 15:20 | 19.06.2016 ნანახია: 1771
სამგორის რაიონში კახეთის გზატკეცილისა და ლილოს დასახლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებია მაისურაძის ქუჩაზეც. პროექტის მიხედვით, ხორციელდება ასფალტის საფარისა და გარე განათების ბოძების განახლება და მოწყობა. გარდა ამისა, გამოიცვალა ვარკეთილის მეურნეობის ცენტრალური საკანალიზაციო ქსელი.
სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ისაუბრეს არსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
„მიმდინარეობს სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი. რამდენიმე ქუჩაზე იგება ასფალტის ახალი საფარი, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტების ნაწილი უკვე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სამგორში საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. მომავალი საბიუჯეტო ცვლილების შედეგად, დაფინანსება გაიზრდება, რომ რაიონი უფრო მეტად მოწესრიგდეს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე კახეთის გზატკეცილისა და ლილოს დასახლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე, ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. გარდა ამისა, საბოლოოდ მოგვარდა წყალმომარაგების პრობლემა, მოსახლეობა წყალს 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიიღებს.
საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს მაისურაძის ქუჩაზეც. პროექტი გულისხმობს როგორც ასფალტის საფარის, ასევე, გარე განათების ბოძების განახლებასა და მოწყობას.
გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვარკეთილის მეურნეობის ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელს. შეიცვალა მაგისტრალური მილი და დამონტაჟდა ახალი ევროპული სტანდარტის ურდული.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















