ამერიკის ორ კოლეჯში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 10.10.2015
ნანახია: 1981

არიზონას უნივერსიტეტში 18 წლის ახალგაზრდამ 1 სტუდენტი მოკლა და სამი დაჭრა. პოლიციის ინფორმაციით, მსროლელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი სტუდენტებს შორის მომხდარი ჩხუბი გახდა.

ერთსაათიანი ინტერვალით სროლის ხმა გაისმა ტეხასში, ჰიუსტონის უნივერსიტეტშიც.პოლიციის ცნობით, სტუდენტურ საცხოვრებელში სროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა. სამართალდამცველებმა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.

ინცინდენტი ტეხასში იმ დროს მოხდა, როდესაც ბარაკ ობამა ორეგონის კოლეჯში მომხდარი სროლის დროს დაღუპული სტუდენტების ოჯახის წევრებს ხვდებოდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონგრესმა იარაღის შესახებ კანონს უნდა გადახედოს. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე