ანკარაში აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:36 | 10.10.2015
ნანახია: 2019

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, დაშავებულია 126 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზის სადგურთან, სადაც ორი აფეთქება მოხდა, „მშვიდობის მარშის“ მონაწილეები იკრიბებოდნენ. ისინი ხელისუფლებასა და ქურთ რადიკალების შორის კონფლიქტის გაპროტესტებას აპირებდნენ.

მომხდარს ტერატქის კვალიფიკაცია მიეცა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე