გიორგი კობერიძე ევროსაბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენლს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 17.06.2016
ნანახია: 1470

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძეევროსაბჭოს განვითარებისბანკის (CEB) წარმომადგენელსსაქართველოში ჟასმინა გლისოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. კომპანიის დირექტორმა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენელს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ევროსაბჭოს განვითარების ბანკთან წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების დასაფინანსებლად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე