თბილისში წლების წინ დახურული 25-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 14:03 | 17.06.2016 ნანახია: 2337
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წლების წინ დახურულ №25 საბავშვო ბაგა-ბაღში (ყოფილი რკინიგზის მე-3 ბაღი) სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ბაღი გათვლილია 350 აღსაზრდელზე.
ახლადგახსნილი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ესწრებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, ასევე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ინტენსიურად მუშაობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმართულებით.
„დღეს გავხსენით მეოთხე ახალი საბავშვო ბაღი, რითაც 350 პატარას ვაჩუქეთ სიხარული. ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ბაღი, სადაც პატარების ღირსეული აღზრდისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. ამით ჩვენ ვაგრძელებთ იმ ძალიან აქტუალურ პროგრამას, რასაც ჰქვია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა სულ უფრო მეტ უბანში. ზაფხულის განმავლობაშიათამდე ახალი ბაღის მშენებლობადაიწყება, სექტემბერში კი ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დადგომას 3 ახალი ბაღით შევხვდებით“ - განაცხადა თბილისის მერმა.
აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომელიც გასულ წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა. შენობაში შესახლებული იყვნენ დევნილები, რომლებიც, მოგვიანებით, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი განახორციელა და თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაღის მშენებლობა უზრუნველყო.
ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში სამი ახალი და წინა წლებში დახურული ასევე სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
პოლიტიკა
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
- ისრაელის საელჩო - 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს
- ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- უკრაინას ახლა აქვს „კარტები“ და ამას ყველა ხვდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს - სტივ უიტკოფი
- დღეს ირანზე მძიმე დარტყმები განხორციელდება, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ იმ ტერიტორიებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სამიზნეებად არ განიხილებოდნენ - დონალდ ტრამპი
- შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















