შოთა არველაძე "მაკაბის" მთავარი მწვრთნელია

საქართველო, თბილისი - 16:21 | 16.06.2016
ნანახია: 1895

შოთა არველაძე თელ-ავივის საფეხბურთო კლუბ "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი გახდა. ისრაელის ვიცე-ჩემპიონსა და შოთა არველაძეს  შორის კონტრაქტი რამდენიმე წუთის წინ გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად იგი კლუბში მომავალი 2 წლის მანძილზე იმუშავებს.

"მაკაბი" ისრაელის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია. თელ-ავივის გუნდი ისტორიის მანძილზე 21-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 23-ჯერ კი თასის მფლობელი. უკანასკნელ სეზონში "მაკაბიმ" ისრაელის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა. არველაძის ახალი გუნდი მოსამზადებელ ეტაპს ავსტრიაში გაივლის, მზადება 17 ივნისს დაიწყება. "მაკაბი" უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს და გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე