"კარაპს მედლაინის" პლასტიკური და რეკონსტრუქციული მიმართულების წამყვანი ქირურგი უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 16.06.2016
ნანახია: 1416

18 ივნისს სამეგრელოს „კარაპს მედლაინის“ წამყვანი ქირურგი კოტე მათითაშვილი  ესტუმრება და ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს.

პაციენტებს, ვისაც სურს ტუჩის კორექცია, რინოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, მკერდის ფორმის შეცვლა და სხვა პლასტიკური თუ რეკონსტრუქციული ქირურგიის ჩატარება, საშუალება აქვთ 11:00 – 15:00 სთ-მდე  გასინჯვები და კონსულტაციები მიიღონ.

სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე