შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან
საქართველო, თბილისი - 14:25 | 15.06.2016 ნანახია: 1441გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს,- განაცხადა გერმანიისფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა საქართველოსპრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე. მანვე ხაზი გაუსვაგერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიას.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე,საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული წარმატებულ რეფორმები.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადებით, გერმანიამიესალმება სავიზო ლიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ზოგადად, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეფასდა, როგორც დასტური საქართველოს მზაობისა, განამტკიცოს ურთიერთობები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან.
ბუნდესტაგის შენობაში გამართულ შეხვედრას, ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.
პოლიტიკა
- „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
- პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი გახდება ცნობილი
- პუტინის რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში - ბორელი
- მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
მსოფლიო
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს