„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს” - პრემიერ-მინისტრი

საქართველო, თბილისი - 10:40 | 15.06.2016
ნანახია: 1414

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ვარსკვლავს სოფი ლორენს პირისპირ შეხვდა და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. პრემიერი მოხარულია, ლორენის ვიზიტით საქართველოში.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს”, – ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიელ მსახიობს.

შეგახსენებთ, რომ სოფი ლორენი საქართველოში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის – “ნატვრის ხე“ მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად იქნება მიმართული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე