აქცია „გახდი დონორი - გადაარჩინე სიცოცხლე“

საქართველო, თბილისი - 18:48 | 14.06.2016
ნანახია: 1184

დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სისხლის ჩაბარების აქცია -„გახდი დონორი - გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.

ღონისძიება ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ინიციატივით, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის პროექტ „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა. საქველმოქმედო პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებაა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე