საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხვალ დაიწყება
საქართველო, თბილისი - 13:56 | 14.06.2016 ნანახია: 1804
საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge
წელს, მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 164 საბავშვო ბაგა-ბაღიდან, 40 შეირჩა.საზაფხულო ბაღებში, მთლიანობაში, 376 სააღმზდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და მომსახურებას 13 160 აღსაზრდელი მიიღებს. საზაფხულო ბაღები იმუშავებს ერთი თვის განმავლობაში - ივლისში.
საზაფხულო ბაღის აღსაზრდელები მომსახურებას იღებენ სეზონური კლიმატის გათვალისწინებით, კერძოდ, უფრო მეტ დროს ატარებენ ეზოში, იზრდება გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების რიცხვი, იცვლება რაციონი და ის ხდება უფრო მსუბუქი. შესაბამისად, საზაფხულო ბაღებად შეირჩა ისეთი ბაღები, რომლებსაც აქვთ ამ მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული გარემო - დიდი და კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანება, გარე სპორტულ-გასართობი მოედნები (ატრაქციონები).
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბაღებში დასაქმებულები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ.
2016 წლის საზაფხულო ბაღებისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 1 800 000 ლარის მობილიზება მოუწევს.
საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის უფლება ექნება 2-დან 6-წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის, მათაც, ვისაც უკვე შეუსრულდა 6 წელი და სექტემბრიდან სკოლაში მიდის.
საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მსურველისთვის, მათ შორის, ამავე ბაღის აღსაზრდელებისთვისაც.
რეგისტრაცია 29 ივნისს, 24:00 საათზე შეწყდება.
გთავაზობთ საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით:
გლდანი: №35, №48, №153, №186, №205, პირველი ლოგოპედიური;
დიდუბე: №15, №23, №92;
ვაკე: №1, №27, №75, №142;
ისანი: №17, №29, №26, №182, №215;
კრწანისი: №51, №206;
მთაწმინდა: №170, ტაბახმელა;
ნაძალადევი: №9 №25, №43, №60, №80;
საბურთალო №63, №171, №198, №212, „იმედი“ (საბურთალო);
სამგორი №12, №45, №72, №128,№163, №28;
ჩუღურეთი №34, №5.
პოლიტიკა
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
- ისრაელის საელჩო - 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს
- ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს - სტივ უიტკოფი
- დღეს ირანზე მძიმე დარტყმები განხორციელდება, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ იმ ტერიტორიებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სამიზნეებად არ განიხილებოდნენ - დონალდ ტრამპი
- შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა
- ირანის ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს, 32 გემი ჰყავდათ და ყველა ოკეანის ფსკერზეა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















