„მარგველაშვილმა ვერ სცა პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს“ - ივანიშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს

საქართველო, თბილისი - 13:22 | 14.06.2016
ნანახია: 1417

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა სამსახური ვერ გაუწია და პატივი ვერ სცა პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ამის შესახებ მან  პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„მე პატივს ვცემ კვირიკაშვილის პოზიციას და ანგრიშს ვუწევ. თუმცა, რა თქმა უნდა, იგივე პოზიცია მაქვს ახლაც, რომ მარგველაშვილმა ვერ გაუწია სამსახური და ვერ სცა პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ მარგველაშვილზე გაჩნდება პოზიცია ნებისმიერი სხვა ქმედების, სჯობს მერე წამოვწიოთ. ეს კაცი გადაჭარბებით 10 მილიონს საზოგადოების ფულს ხარჯავს. თუმცა, ანგარიში გავუწიოთ კვირიკაშვილს და მის პოზიციას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე