„არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, გამორიცხულია“ - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:05 | 14.06.2016
ნანახია: 1801

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა რომ, ის არ აპირებს პარლამენტში დარჩენას.

„გუშინ ატყდა მთელი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე