ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელი ივლისიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 10:31 | 14.06.2016
ნანახია: 1250

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელი ივლისიდან დაიწყება. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგშია აღნიშნული, პირველი გამოცდა 1-2 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება,
რის შემდეგაც აბიტურიენტებს ზოგად უნარებში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება.

ცენტრის ინფორნაციითვე, გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 41 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე