იძულებით გადაადგილებულ 209 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

საქართველო, თბილისი - 18:39 | 13.06.2016
ნანახია: 1512

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ თბილისში, რუსთავში, წალენჯიხაში, გარდაბანში, თეთრიწყაროსა და კასპში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა 209 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ეს ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ აღებული ვალდებულების შესრულებას. 
2012 წლიდან დღემდე, მუდმივი საცხოვრებლით თითქმის 15 ათასი ოჯახია უზრუნველყოფილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე