თბილისში ერთ-ერთ ქუჩას დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა

საქართველო, თბილისი - 18:26 | 13.06.2016
ნანახია: 1526

თბილისში ნუცუბიძის პლატოს მესამე მირკროში მდებარე ქუჩას, 13 ივნისს წყალდიდობისას დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა.   

“ზურაბ მუზაშვილი არის გმირობის სიმბოლო. მან შესანიშნავად აჩვენა ის ყველაფერი თუ როგორ უნდა მუშაობდეს ნამდვილი მაშველი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე არასდროს ფიქრობს და ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომელთაც მათი შველა და გვერდში დგომა სჭირდება. მან, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, საკუთარი სიცოცხლის ფასად. ნამდვილად გმირია და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდოს, რათა მისი სახელი არასდროს დაიკარგოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე