ლევან მამალაძე და თამაზ მეჭიაური ერთ საარჩევნო ბლოკში ერთიანდებიან

საქართველო, თბილისი - 15:45 | 13.06.2016
ნანახია: 10729

ლევან მამალაძე და თამაზ მეჭიაური ერთ საარჩევნო ბლოკში იქნებიან. ”ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, ლევან მამალაძის ”სახალხო ხელისუფლება” და თამაზ მეჭიაურის ”მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის”, რომელიც რამოდენიმე დღის წინ შეიქმნა, არჩევნებზე ერთი საარჩევნო ბლოკში მიიღებენ მონაწილეობას.

ბლოკში გაერთიანების შესახებ განცხადების გაკეთება უახლოეს დღეებში იგეგმება. მეჭიაური, მამალაძე და მოლაშვილი ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან და პოლიტიკოსებთან.

როგორც ”ჯი-ეიჩ-ეჩს” მეჭიაურის გუნდთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, მიუხედავად გარკვეული მცდელობისა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა მეჭიაურისა და ლევან ვასაძის შეხვედრის დაგეგმვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე