ქუთაისში თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველო, თბილისი - 15:42 | 13.06.2016
ნანახია: 1373

ქუთაისში საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონფერენცია ,,საქართველოს ქალაქები - ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები" გაიმართა. კონფერენციაზე თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში  თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

ღონისძიება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. სტუმრებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მიესალმენ. კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს შემდეგ თემებზე: ქალაქების როლი ეროვნულ და რეგიონულ განვითარებაში; მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა და ერთობლივი პროდუქტები. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნა ქუთაისის განვითარების სტრატეგია. შეხვედრას დონორი ორგანიზაციები, საქართველოს ყველა თვითმმართველი ქალქის მერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე