წულუკიანი: არასამთავრობოების და ენმ-ის პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს ემთხვევა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 13.06.2016
ნანახია: 1300

არასამთავრობოების და ენმ-ის პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს ემთხვევა, აღნიშნულის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ, მისმა დეპუტატებმა და სხვა წევრებმა უკვე მოამზადეს მსგავსი სარჩელი და ჩემთვის სიმბოლურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური კალენდარი ერთმანეთს ემთხვევა. ის კოალიცია, რომელიც ამ სარჩელს ამზადებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასევე შედგება ძალიან ბევრი კერძო ბიზნესისგან. აქაც მაქვს კითხვა - ვისი სარჩელია, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ არასამთავრობოებისა და ბიზნესმენების - ამ რეფორმის წინააღმდეგ?“, აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე