გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფო სექტორი ცოტა მეტად უნდა დაეხმაროს კერძო სექტორს

საქართველო, თბილისი - 12:55 | 13.06.2016
ნანახია: 1374

სახელმწიფო სექტორი ცოტა მეტად უნდა დაეხმაროს კერძო სექტორს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროექტი Check in Georgia გრძელდება. ეს არ არის მხოლოდ ერთი ან ორი პოპულარული შემსრულებელი, ეს არის მთელი რიგი შემსრულებლების, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი შემსრულებლების მიერ გამართული წარმოდგენები. ეს უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი, ტურიზმის წახალისების კუთხით, რაც პირდაპირ არის მიმართული ჩვენი თანამოქალაქეების და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდისკენ. ბათუმმა ტურისტების უპრეცედენტო მოზღვავება ნახა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო სექტორის მხრიდან ცოტა მეტი დახმარებაა საჭირო კერძო სექტორზე, ეს ეხება როგორც ცენტრალურ, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას, ვინაიდან, კერძო სექტორი არ აღმოჩნდა მთლიანად მზად ასეთი ტიპის დატვირთვის ზრდისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე