მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს

საქართველო, თბილისი - 16:45 | 12.06.2016
ნანახია: 1596

საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრმა მიხეილ ჯანელიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„საქართველოსთან მიმართებაში არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. ამიტომ ამ გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დღეს არ ხდება. აქ საუბარია პროცესზე და პროცესის მიმდინარეობაზე. მესიჯი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა გაიტეხოს გული, რომ ეს ივნისში არ მოხდება, თუ ივლისში თუ ა.შ. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე იქნას, მათ შორის თუნდაც ივლისში», - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე