პირველად საქართველოში, Forbes Georgia-ს ინგლისურენოვანი გამოცემა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 12.06.2016
ნანახია: 1732

სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi “-ში Forbes Georgia -ს ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია  გაიმართა. პრეზენტაციას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესენები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის : ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) , საერთაშორისო სავალუტო ფონდი ( IMF ), მსოფლიო ბანკი...

ჟურნალი საქართველოში მცხოვრებ უცხოლებსა და ინგლისურენოვან ქართველებს შესთავაზებს გამორჩეულ ანლიტიკურ სტატიებს ლოკალური ფინანსების, წარმოების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის თემებზე.

რაც შეეხება  ინგლისურენოვან Forbes Georgia-ს  პირველ ნომერს, მასში თავმოყრილი იქნება 55 ნომრის საუკეთესო მასალები   „ჩვენი მიზანი გავზარდოთ ცნობადობა იმ ანტერპრენიორების, კომპანიებისა და იდეების მიმართ, რომლებიც პოზიტიურ გავლენას ახდენენ საქართველოსა და შესაბამისად რეგიონის განვითარებაზე“.ყოველთვიურიForbes Georgia-ს   პირველი ნომერი 2011 წლის დეკემბერში გამოიცა და  უმოკლეს დროში  ის  ვებსაიტთან ერთად  (www.forbes.ge ) ყველაზე სანდო საინფორმაციო რესურსად ჩამოყალიბდა საქართვრლოს ბიზნესლიდერებისთვის.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე