პოლიტიკური გვამი ხარ - შალვა ნათელაშვილი ივანიშვილს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 11:11 | 12.06.2016
ნანახია: 1565

„ვიცოდი, რომ რეჟიმს თვითმკვლელობაზე აქვს კურსი აღებული. არავინ დემოკრატიულ სამყაროში არ მისცემს უფლებას ქვეყნის ფაქტიურ თუ არაფაქტიურ ლიდერს, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და ისე იგრიალოს, როგორც უნდა,“ - ასეთი განცხადება გააკეთა კურიერთან საუბრისას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შავა ნათელაშვილმა. 

შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და „პოლიტიკური გვამი“ უწოდა.

„მე მინდა, აქედან ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, შენ ამ წუთში ხარ პოლიტიკური მიცვალებული. პოლიტიკური გვამი ხარ თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხალხი უიმედობაში და ოცნებაში ამყოფე. თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთი შენი დაპირება არ შესრულდა და თუნდაც იმიტომ, რომ "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ აგორებული დანაშაულებრივი პროცესით საქართველოს ამ წუთისათვის დააკარგვინე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება, რომელიც უნდა მიგვეღო გარანტირებულად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე