გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 18:09 | 10.06.2016
ნანახია: 1355

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 15-16 ივნისს გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორისაა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ვიზალიბერალიზაციის საკითხი. შეხვედრის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე