ქიბარ ხალვაში: ,,რუსთავი 2“ -ის თანამშრომლების ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე

საქართველო, თბილისი - 13:38 | 10.06.2016
ნანახია: 1840

ქიბარ ხალვაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება "გურია ნიუსთან" საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "თანამშრომლების ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე".

"საჩივარი იმიტომ შევიტანე რომ მჯეროდა. ჯერ ყველა პროცესი არ მორჩენილა. ვფიქრობ საქართველოში იქნება სტაბილურობა და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც სამართლიანობა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა.დავიცავ სიტყვის თავისუფლებას და თანამშრომლების ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე", - განაცხადა ხალვაშმა.

სააპელაციო სასამართლოში ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელად კვლავ ქიბარ ხალვაში რჩება. უფრო კონკრეტულად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის  60% ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, 40% კი  - შპს "პანორამას", რომლის მფლობელიც ასევე ქიბარ ხალვაშია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე