ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოს შესაძლოა სანქციები ოთხი თვით მოუხსნას

საქართველო, თბილისი - 14:38 | 09.10.2015
ნანახია: 1908

ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შესაძლოა სანქციები მოუხსნას. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან პასუხი იქნება ლუკაშენკოს მიერ ექვსი მსჯავრდბულის შეწყალებაზე, რომლებსაც ევროპელი მაღალჩინოსნები პოლიტპატიმრებად აღიარებენ. როგორც Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სანქციებს ოთხი თვით, 11 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეაჩერებენ.

სამხედრო ემბარგო ბელარუსის წინააღმდეგ ძალაში დარჩება.

2010 წელს ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ქვეყანა ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. 2012 წელს ევროკავშირმა შეზღუდვები გააფართოვა და 2015 წლის 31 დეკემბრამდე გააგრძელა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე