"გარწმუნებთ, ომი ჯერ არ დასრულებულა" - ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

საქართველო, თბილისი - 12:02 | 10.06.2016
ნანახია: 1775

„დღეს ქართულმა სასამართლომ თავის რეალური სახე დაანახა საზოგადოებას" - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის განერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა, სააპელაციო სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

„მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად ხელისუფლებას, ეს ბრძოლის ეტაპებია. თქვენ შეიძლება ამ ბრძოლის ეტაპში დღეს გამარჯვება მოიპოვეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ომი ჯერ არ დასრულებულა, და ამ ომს აუცილებალად მოიგებს "რუსთავი 2“  - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე