აქტობეში ყაზახმა ძალოვნებმა ხუთი ტერორისტი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 11:17 | 10.06.2016
ნანახია: 1493

ქალაქ აქტობეში სპეცოპერაციისას ყაზახმა სამართალდამცველებმა ხუთი ტერორისტი გაანადგურეს.

ტერორისტები ერთ -ერთ საცხოვრებელ სახლს აფარებდნენ თავს. სპეცოპერაციის დაწყებამდე სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ  რადიკალები აქტობეში თავს დაესხნენ იარაღის ორ მაღაზიასა და სამხედრო ბაზას. სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთის შსს-ის განცხადებით, ტერორისტები არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრები იყვნენ.

აქტობეში ამ დრომდე ტერორისტული საფრთხის ”ყვითელი” დონე მოქმედებს.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე