დავით უსუფაშვილმა, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტარი გააკეთა
საქართველო, თბილისი - 09:55 | 10.06.2016 ნანახია: 1676
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 10 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრისა და მოლოდინების შესახებ ქართულ მედიასთან ისაუბრა. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ხვალ დაგეგმილი შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუმცა, არა გადამწყვეტი.
„ჩვენ ბევრი გადამწყვეტი დღე გვექნება წინ, ასე რომ, ხვალინდელი დღე ნამდვილად არ არის საბოლოო დღე. მეტიც, ხვალინდელი დღიდან ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენ არ ველით, იმიტომ, რომ შეთანხმება უფრო მიდის იქით, რომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ადრეული შეწყვეტის მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს აქვს შესამუშავებელი, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, რომ ჯერ ეს გაკეთდეს და შემდგომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებები გაფორმდეს. ასე რომ, ხვალინდელი შეხვედრა არის მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მაგრამ არა გადამწყვეტი. ასე რომ, ხვალინდელი დღის შედეგზე ნუ ავაგებთ ნურაფერს, ნურც ოპტიმისტურს, ნურც პესიმისტურს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის თქმით, ის დღეს გამართულ შეხვედრებზეც დარწმუნდა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მალე გადაწყდება. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქართველი კრიმინალების საკითხი ვიზალიბერალიზაციას არ უკავშირდება.„დღევანდელი ჩვენი შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, სხვა მნიშვნელოვან, გავლენიან, ინფორმირებულ პირებთან კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ გვაქვს საქმე პროცესის გაჭიანურებასთან და არა რამე უფრო ცუდ, სხვა მოვლენასთან - ეს ერთი, ე.ი. მალე გადაწყდება საკითხები. მეორე- ძალიან გაპიარებული თემაა ქართველი კრიმინალების შესახებ, ეს არის სრულიად ცალკე და იზოლირებულად განსახილველი თემა და ეს საკითხი არ და ვერ იქნება გადაბმული ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასთან და მესამე - ძალიან მალე საქართველოს პრემიერ მინისტრი ჩამოვა გერმანიაში, იქნება სხვა კონტაქტები და ალბათ უფრო კონკრეტული თარიღები თუ გადაწყვეტილების ფორმატი შემდეგ გახდება ცნობილი",- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გერმანიიდან გაცილებით იმედიანად დაბრუნდება, რომ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა და რომ ჩვენს ქვეყანას გერმანიის სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს. „გერმანიიდან საქართველოში ვბრუნდები გაცილებით უფრო დარწმუნებული, იმედიანი, იმაში, რომ ეს პროცესიც მივა ლოგიკურ დასასრულამდე, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, გერმანიის სახით ჩვენ გვყავს ძალიან საიმედო პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და ხანდახან თუ რაღაც საკითხებში მთლად ბოლომდე არ დაემთხვევა ჩვენი სურვილების ტემპები - როდის რა გვინდა, რომ მოხდეს და როდის რა არის შესაძლებელი, რომ მოხდეს, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს ძირითად სტრატეგიულ საკითხებში ჩვენს პარტნიორობას.არჩევნებამდე ამ პროცესის დასრულების ამოცანა არის გათავისებული ყველა მხარის მიერ, მეტიც, დღეს ჩვენ კოლეგა პარლამენტის წევრებთან შეხვედრის დროს ძალიან ბევრისგან, პრაქტიკულად ყველასგან, მოვისმინეთ სოლიდარობის სიტყვები, რომ ეს შეფერხებაც არ უნდა მომხდარიყო და თვლიან, რომ სულაც არ იყო აუცილებელი ამ პატარა საკითხზე ამხელა ხმაურის ატეხვა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ამან ჩრდილი არ უნდა მიაყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და საერთოდ, ევროკავშირთან ურთიერთობას. დღეს გერმანიის მხრებზე ძალიან ბევრი მიმართულებით, ძალიან ბევრი ტვირთი აღმოჩნდა, ამიტომ, პარტნიორული რეჟიმი უნდა შევინარჩუნოთ მომავალშიც",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე შეფასებით -„უკრაინასთან ერთად თუ მოხდება რაიმე საკითხის განხილვა, მე არ მგონია, რომ ეს არის საფრთხე, მაგრამ უკრაინის, თურქეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის გამო თუ საქართველო შეფერხდება, ეს ისეთივე არასწორი მოქმედება იქნება, როგორც პირიქით, საქართველოს გამო ვინმე რომ ფერხდებოდეს. მაგალითად, მოლდოვისთვის რომ ეთქვათ, რომ საქართველოს ჯერ ერთი წელი სჭირდება და მოიცადეო-არ იქნებოდა სწორი. ამიტომ ჩვენ არც სხვა ქვეყნებს ვაფერხებთ რაიმეში",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















