საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა
საქართველო, თბილისი - 09:29 | 10.06.2016 ნანახია: 1592
საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში, ოთხდღიანი ვიზიტი დაასრულა.
გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის დასასრულს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით დღეს ევროპულ სტრუქტურებში კითხვები არ არსებობს.
„ყველა პოლიტიკოსთან ჩვენი შეხვედრების გახსნითი ფრაზა იყო, ის რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა შეასრულა. ევროპული პოლიტიკა რთული და კომპლექსური პროცესია. ამ პროცესს და გადაწყვეტილების მიღებას კიდევ დრო სჭირდება.
ჩვენ, პოლიტიკოსები, დიპლომატიის თვალსაზრისით, არ მოვაკლებთ ძალისხმევას, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნებამდესაქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ის, რასაც იმსახურებას - თავისუფალი, უვიზო მიმსვლა ევროპასთან.
საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ევროპარლამენტში. ჩემი დელეგაცია შედგებოდა მთავრობისა და პარლამენტის ორი, ოპოზიციური პარტიისწარმომადგენლისაგან. მინდა მადლობა გადავუხადო დელეგაციის ყველა წევრს - ოპოზიციასაც და სახელისუფლებო ძალასაც, იმ ერთიანი პოზიციისათვის, რომელიც მათ ევროპასთან თავისუფლი მიმოსვლის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით აქვთ.
ევროპარლამენტი არის ის სტრუქტურა, რომელიც სრულად უჭერს მხარს ამ პროცესის დაჩქარებას.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თავისუფალ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არჩევნებამდე მოხდეს", - განაცხადასაქარველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაც შეაფასა და NATO-ს მომავალ ვარშავისსამიტზე ისაუბრა.
„გუშინ, გენერალური მდივნისგან მოვისმინეთ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს საკითხს ოთხ, ყველაზე სერიოზულ, ფორმატში განიხილავენ. რაცპოლიტიკურად, კიდევ უფრო წინ წამოსწევს ჩვენი ქვეყნის პრობლემატიკას.
დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან ნათელ მხარდაჭერას მივიღებთ.
სამიტზე ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სხვადასხვა საშუალებებზე, მათ შორის, იმ პაკეტის გაფართოებაზე,რომელზეც უელსში გვქონდა საუბარი.
დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ჩვენ მივაღწევთ ჩვენი უფლებების მნიშვნელოვან და სერიოზულ აღიარებას", - აღნიშნაგიორგი მარგველაშვილმა.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















