ნინო ბურჯანაძეს უფასო საეთერო დროის განაწილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს

საქართველო, თბილისი - 17:32 | 09.06.2016
ნანახია: 1665

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის უფასო საეთერო დროის განაწილებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. 

ბურჯანაძის  განცხადებით, პარლამენტი მესამე მოსმენით იმ კანონის მიღებას აპირებს, რომელიც მათ უფასო საეთერო დროს ართმევს.

„ის რაც დღეს საქართველოს პარლამენტში უნდა მოხდეს, ეს არის ადამიანის უფლებების, პოლიტიკური პარტიების უფლებების, ამომრჩევლის უფლების, საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი ნორმების კატეგორიული უგულებელყოფა და დარღვევა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრს სამართლიანობის დაცვისკენ მოუწოდებს. თუ საკანონმდებლო ორგანო კანონს არსებული ფორმით დაამტკიცებს, ნინო ბურჯანაძეს პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე