ნობელის მშვიდობის პრემია ”ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტს” გადაეცა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 09.10.2015
ნანახია: 2010

2015 წლის ნობელის მშვიდობის პრემია ”ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტს” გადაეცა. სტოკჰოლმში ნობელის კომიტეტში განაცხადეს, რომ პრემია ”კვარტეტმა” ტუნისში 2011 წლის ჟასმინის რევოლუციის შემდეგ დემოკრატიულ აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის მიიღო.

ორგანიზაცია 2013 წელს იმ დროს შეიქმნა, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები საფრთხის ქვეშ მოექცა. ”კვარტეტში” ოთხი ორგანიზცია შედის, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ტუნისის სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში.

დაჯილდოვების ცერემონია ტრადიციულად 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე