ფალუჯას განმათავისუფლებელ ბრძოლაში ერაყის არმიამ ”ისლამური სახელმწიფოს 1200-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 14:55 | 09.06.2016
ნანახია: 1373

”ისლამური სახელწმიფოს” 1200-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურა ერაყის არმიამ ქალაქ ფალუჯას გათავისუფლებისათვის დაწყებული ოპერაციის ფარგლებში. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე პერიოდში სამხედროებმა ქალაქიდან 18 ათასი მშვიდობიანი მცხოვრების გაყვანა შეძლეს. ამის მიუხედავად, გაეროს მონაცემებით, ფალუჯაში კიდევ 90 ათასი მცხოვრებია დარჩენილი, რომლებსაც ტერორისტები ქალაქის დატოვების მცდელობის შემთხვევაში ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან.

დაახლოებით ორი კვირის წინ ფალუჯას გათავისუფლებისათვის ერაყის არმიამ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.

არმია იერიშებს ერაყისა და საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის  სამხედრო ავიაციის დახმარებით ახორციელებს. სპეცრაზმი რამდენიმე მიმართულებით ქალაქის ცენტრისკენ მიიწევს, სისხლიმღვრელი ბძროლები ფალუჯას რამდენიმე კვარტალში მიმდინარეობს.




სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე