საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 18:10 | 09.06.2016
ნანახია: 2051

საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექი.

ხვალ, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით +18 + 23 გრადუსი იქნება, მთაში +16 +21, მაღალ მთაში +13 +18 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ +18 +23 , მთაში +16 +21, მაღალ მთაში +12 +17 გრადუსია ნავარაუდევი. თბილისში ხვალ უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და წვიმა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერტურა ღამით +14 დღისით +22 გრადუსი იქნება. 
12 ივნისს დასავლეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოშიც ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა საღამოსა და ღამის საათებში ზოგან წვიმაა ნავარაუდევი. 13,14 და 15 ივნისს, საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე