კიევში ლგბტ თემის ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:28 | 09.06.2016
ნანახია: 1529

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი ნემირიამ კიევში ლგბტ თემის მარშის გამართვას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, დაუშვებელია უმცირესობების დისკრიმინაცია და დაშინება.

თანასწორობის მარში (ლგბტ თემის მარში) კიევში 12 ივნისს გაიმართება. კიევის მერიის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, აქტივისტები, საზოგადოება. ღონისძიების დროს შესაძლოა, შეიზღუდოს ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ადგილზე მობილიზებული იქნებიან პოლიციის, ეროვნული გვარდიის, სახანძრო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფები.  

”უკრაინის კონსტიტუციის  39-ე მუხლის თანახმად მოქალაქეებს უფლება აქვთ შეიკრიბონ მშვიდობიანად, იარაღის გარეშე და გამართონ მიტინგები, მსვლელობები და დემონსტრაციები... ადამიანის ძირითადი უფლებები უნდა არსებობდეს ლგბტ თემისთვისაც. დისკრიმინაციას, დაშინებასა და ფიზიკურ აგრესიას უმცირესობების მიმართ არ უნდა ჰქონდეს ადგილი სამართლიან სახელმწიფოში, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროპული საზოგადოების ნაწილი”, -ნათქვამია ნემირიას განცხადებაში.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე